მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება დარღვევები ბათუმის მე-7 საარჩევნო უბანზე

დარღვევები ბათუმის მე-7 საარჩევნო უბანზე

201
0

როგორც „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენელმა დავით ოსეფაიშვილმა „აჭარა P.S.“-ის ჟურნალისტთან საუბარში განაცხადა, ის ბათუმის #7 საარჩევნო უბანზე აკვირდებოდა კენჭისყრას და ორი მნიშვნელოვანი დარღვევა დააფიქსირა. კერძოდ, ოსეფაიშვილის განცხადებით, წილისყრის პროცესი ყოველგვარი გამჭვირვალობის გარეშე წარიმართა, რის შედეგადაც გაურკვეველი გახდა როგორ განაწილდა პოზიციები კომისიის წევრებს შორის. ასევე, ოსეფაიშვილის მტკიცებით უბანზე კენჭისყრა ისე დაიწყო, რომ ყუთში საკონტროლო ფურცელი ჩაგდებული არ ყოფილა. „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენელმა განცხადება-საჩივრით საოლქო საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა.