დღეს აჭარის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 8 სფეროში მოქმედი – 68 კომპანია, 268 ვაკანსია და 1858 სამუშაო ადგილი.
დასაქმების ფორუმის მიზანი არის რეგიონში არსებული ვაკანსიების და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრა. სამუშაოს მაძიებლებს, დამსაქმებლებსა და პროფესიულ სასწავლებლებს პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება მიეცათ.
ფორუმზე წარმოგენილი იყო რეგიონში ოპერირებადი წამყვანი კომპანიები შემდეგი სფეროებიდან: დამამუშავებელი მრეწველობა; ვაჭრობა და დისტრიბუცია; მშენებლობა; სასტუმროები, რესტორნები და სამორინეები; ფინანსები და დაზღვევა; ტრანსპორტი, ლოჯისტიკა და კავშირგაბმულობა; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება; განათლება.
ფორუმის მსვლელობისას დასაქმების სააგენტოს შრომითი კონსულტანტები სამუშაოს მაძიებლებს დაეხმარებიან სხვადასხვა ორგანიზაციულ საკითხებში და კონსულტირებას გაუწევენ რეზიუმეს მომზადებაში, გააცნობენ სააგენტოს დასაქმების მხარდაჭერით პროგრამებს.