მედია ჰოლდინგი „აჭარა PS“ -ის მიერ, ქვეყნის მასშტაბით, 2021 წლის საუკეთესო ადვოკატები – “სამართლის რაინდები” დასახელდნენ და ესენი ჩვენი სარეიტინგო, ობიექტური შეფასებით, საქვეყნოდ ცნობილი უფლებადამცველები: ტარიელ კაკაბაძე და პაატა შავაძე არიან.
კეთილსინდისიერება, მაღალი პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობის უდიდესი შეგრძნება, კომპეტენტურობა, საქმისადმი ზედმიწევნით ერთგულება და კლიენტთათვის სასურველ შედეგებზე მაღალი და გამორჩეული ორიენტირება, სადღეღამისო რეჟიმში დაუღალავი, გასაოცარი ტიტანური შრომა, ეს არის ხსენებულ ადვოკატთა თვისებების ის არასრული ჩამონათვალი, რამაც ასეთი გადაწყვეტილება მიგვაღებინა.
ნიშანდობლივი გახლავთ ისიც, რომ მედია ჰოლდინგი მთელი წლის განმავლობაში აკვირდებოდა შავაძისა და კაკაბაძის მოღვაწეობას, დაესწრო მათი მონაწილეობით გამართულ არა ერთ პროცესს, გამოიკითხა უამრავი რესპონდენტი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და ყველა მათგანმა დაგვიდასტურა, რომ ქვეყნის მასშტაბით საუკეთესოებად ხსენებულ ადვოკატთა შერჩევაში, ჩვენი არჩევანი მართებულია. ამასთან, საამაყო და მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, როგორც ერთი, ისე მეორე ადვოკატი, 2015 წლიდან დღემდე, სამართლის დარგის მოღვაწეთა უმაღლესი სარეირინგო საბჭოს მიერ, ზედიზედ სახელდებიან ქვეყნის საუკეთესო ადვოკატებს შორის, პაატა შავაძის სახელი კი ზედიზედ უკვე მესამეჯერ იქნა შეტანილი საქართველოს წარმატებულ ადამიანებს შორის “ოქროს წიგნში”. 2021 წელს იგი, როგორც ქვეყნის საუკეთესო უფლებადამცველი “ბრენდ პერსონად” იქნა წოდებული!
გვინდა მივულოცოთ პაატა შავაძესა და ტარიელ კაკაბაძეს ეს მართლაც დიდი აღიარება და შემდგომშიც, შემართებული და წარმატებული მოღვაწეობა ვუსურვოთ ქართული სამართლის მართლაც სწორუპოვარ რაინდებს.