ქობულეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების ორგანიზებით გუშინ დასუფთავების აქცია „ქობულეთი ნარჩენების გარეშე“ გაიმართა. აქციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებთან და მოხალისეებთან ერთად ზღვის სანაპირო ზოლი დაასუფთავეს. აქცია პარალელურად კვირიკეს, ლეღვას, ოჩხამურის, ჩაისუბნისა და ხუცუბნის ადმინისტრაციულ ერთეულებშიც მოეწყო.