მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯებს აჭარის ა.რ. მთავრობა გაიღებს

დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯებს აჭარის ა.რ. მთავრობა გაიღებს

364
0

სასტუმრო „ლეო გრანდში“ დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯებს აჭარის ა.რ. მთავრობა გაიღებს 25 ნოემბერს აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატში გამართულ მთავრობის საგანგებო თათბირზე მთავრობის თავმჯდომარემ და აჭარის ა.რ. მთავრობამ მიიღეს გადაწყვეტილება სასტუმრო „ლეო გრანდში“ დაღუპული საქართველოს მოქალაქეების დაკრძალვის ხარჯების დაფარვის შესახებ. თითოეული გარდაცვლილის ოჯახს 10 000 ლარი გადაეცემა. „ყველანი შეძრულები ვართ იმ ტრაგედიით, რაც ჩვენს ქალაქში მოხდა. ეს იყო ურთულესი წუთები, რომლებიც ყოველთვის დარჩება ჩვენი ქალაქის ისტორიაში და ყოველთვის გვემახსოვრება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს ობიექტური სიმართლე და გავიგოთ, თუ რა გახდა ამ დიდი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი. მინდა კიდევ ერთხელ გამოვთქვა ღრმა მწუხარება და ვუთანაგრძნო დაღუპულთა ოჯახებს“ – განაცხადა აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა.