ჩვენი ტკივილი და დიდი დარდი ის სამი პატარაა, რომლებიც ხანძრის დროს დაიღუპნენ, სხვა სადარდებელი დღეს ჩვენ არ გვაქვს, ამიტომ თუკი ვინმემ რაიმე დეტალი იცის ხანძართან დაკავშირებით, განაცხადოს და დაეხმაროს გამოძებას – ასეთი პათოსით მიმართენ დღეს საზოგადოებას ქობულეთში მომხდარი ხანძრის შედეგად დამწვარი სასტუმრო “არმაზის” მფლობელებმა და საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე უბედური შემთხვევის დროს დაღუპული ბავშვების ოჯახებს მიუსამძიმრეს. ოჯახის წევრის, ჯემალ ართმელაძის განცხადებით, ანსამბლ „სიხარულის“ ხელმძღვანელი გოგი მარღანია 10 წლის განმავლობაში დადიოდა სასტუმრო “არმაზში” და პრობლემა არასდროს ჰქონიათ. ართმელაძეების ადვოკატი პაატა შავაძე ადგილობრივი ხელისუფლების მისამართით აცხადებს, რომ ეს უკანასკნელი შემთხვევის შემდეგ ოჯახის მდგომარეობით არ დაინტერესებულა.