მთავარი სხვადასხვა დახმარების მიღების წესი შეიცვალა

დახმარების მიღების წესი შეიცვალა

302
0

01.04.2015/adjaraps.com – დღეიდან სოციალურად დაუცველთა ქულების დათვლის ახალი სატესტო სისტემა ამოქმედდა. როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ განმარტა, პრინციპები უკვე განსაზღვრულია და შეფასების სისტემაში მაქსიმალურად შემცირებულია ინსტრუმენტები, როდესაც გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული იქნება სუბიექტურ ფაქტორებზე, სოციალურ აგენტს დამოუკიდებლად არ ექნება უფლება თვითონ დანიშნოს, ან მოხსნას სოციალური დახმარება. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მთავარი ამოსავალი წერტილი შეფასებისას ის ქონება იქნება, რომელსაც მოქალაქისთვის გარკვეული შემოსავალი მოაქვს. მისივე ინფორმაციით, პროგრამა ბავშვზე ორიენტირებულიც ხდება. სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებს დამატებითი ბენეფიტები იმის მიხედვით დაემატებათ, თუ რამდენი ბავშვი ჰყავთ ოჯახში. თემურ ქარცივაძის თქმით, სისტემა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ქულების სამართლიანად განსაზღვრას ხელს შეუწყობს. სოციალური მომსახურეობის სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსის თქმით, ახალ სატესტო დეკლარაციას რეგიონში 10 დღის ვადაში 500 ოჯახი შეავსებს.