ხულოში დიდთოვლობის გამო პრობლემები შეიქმნა. თოვლის საფარი დაბა ხულოში 1 მეტრს, ხოლო სოფლებში 1.5 მეტრს აღწევს.
ელექტროენერგია არ მიეწოდება ხულოს მუნიციპალიტეტის ნახევარს. გადაადგილების პრობლემაა თითქმის ყველა სოფელში. რამდენიმე საცხოვრებელ სახლთან ზვავი ჩამოწვა.
დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა ბაგა-ბაღებსა და სკოლებში.