მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება დიდძალი მსხვერპლის შემდეგ გზის სახიფათო მონაკვეთი გასწორდება

დიდძალი მსხვერპლის შემდეგ გზის სახიფათო მონაკვეთი გასწორდება

496
0
????????????????????????????????????

მეხის გავარდნას ჰგავდა ამ რამდენიმე ხნის წინ სოფელ ხუცუბნის გზაზე, რუსი ჯარისკაცების საფლავთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად ორი ახალგაზრდის დაღუპვის ამბავი, გზის ამ სახიფათო მოსახვევში წლების განმავლობაში არა ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ადგილობრივები იხსენებენ, აქ მომხდარი 10 ავარიიდან 7 ფატალური შედეგით დასრულდა. სოფლის მკვიდრის მერაბ ბლადაძის ინიციატივით მოსახლეობამ ხელწერები შეაგროვა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას სახიფათო მონაკვეთის მოწესრიგების თხოვნით მიმართა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სამუშაოების წარმოებისთვის საჭირო ხარჯებს აქ დაღუპული გიორგი გოგიტიძის მამა რევაზ გოგიტიძე გაიღებს.
მოსახლეობის მოთხოვნას ოპერატიულად გამოეხმაურა მუნიციპალიტეტის გამგეობა და ლოკაციის ადგილი გამგებელმა სულხან ევგენიძემ აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა, როგორც მათ ადგილობრივებს აღუთქვეს, აქ ინფრასტრუქტურული ღონისძიება მათივე თხოვნის გათვალისწინებით განხორციელდება.

ჯანო ქობულაძე