13 წელი გავიდა აზერბაიჯანის საერთო-სახალხო ლიდერის ჰეიდარ ალიევის გარდაცვალებიდან, რომლის ხსოვნის პატივსაცემად დღეს, ბათუმში, სასტუმრო „დივანმა“ აჭარის რეგიონის საზოგადოებას, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს უმასპინძლა. ხსოვნის საღამოზე, რომლის ორგანიზატორი ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულო გახლდათ, შეკრებილ საზოგადოებას სიტყვებით მიმართეს აზერბაიჯანის გენერალურმა კონსულმა ბათუმში რაშად ისმაილოვმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ და ბათუმში აზერბაიჯანული სათვისტომოს თავმჯდომარემ ვიდადი ახუნდოვმა. აჟღერდა ქართულ-აზერბაიჯანული ჰიმნები, აღინიშნა ჰეიდარ ალიევის ფასდაუდებელი ღვაწლი როგორც აზერბაიჯანელი ხალხის წინაშე, ისე საქართველო აზერბაიჯანის კეთილმეზობლურ ურთიერთობებში.
https://youtu.be/XcAz-ZuGYxE
თამაზ ქობულაძე