5 მაისს ქართველ პოეტის, საქართველოს მწერალთა კავშირისა და მემედ აბაშიძის პრემიის ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის ზურაბ გორგილაძეს 80 წლის იუბილეა. თარიღის აღსანიშნავად აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები პოეტის საფლავთან შეიკრიბნენ და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. პოეტის სულის მოსახენიებელი პანაშვიდი საკათედრო ტაძრის მოძღვრებმა მამა სერგიმ და მამა ანდრიამ აღავლინეს.
ზურაბ გორგილაძე 2006 წლის 8 აპრილს გარდაიცვალა. იგი ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოშია დაკრძალული. დღემდე მისი ლექსების 19 კრებულია გამოცემული