28 აპრილი მუშაობისას დაღუპულ მუშათა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1989 წლიდან აღინიშნება, როცა აშშ-სა და კანადაში პროფკავშირებმა პატივი მიაგეს სამუშაო ადგილზე დაღუპული მუშების ხსოვნას. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედ საწარმოებში სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა. აჭარაში შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, ბოლო ორი წლის განმავლობაში 12 ადამიანი გარდაიცვალა. დაშავებულთა რაოდენობა თითქმის განუსაზღვრელია.