მთავარი ვიდეორეპორტაჟი სოფლის მეურნეობა დღეს “ფრიდონობა” აღინიშნება

დღეს “ფრიდონობა” აღინიშნება

266
0

დღეს, აჭარაში ფრიდონობას აღნიშნავენ. სახალხო ზეიმი პოეტის, მწერლის, დრამატურგის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაშის მშობლიურ სოფელ გეგელიძეებში აღინიშნება. სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული სახალხო დღესასწაული ,,ფრიდონობა“, რომელსაც 2008 წელს, პოეტის სიცოცხლეშივე ჩაეყარა საფუძველი. 2012 წელს გაიხსნა ფრიდონ ხალვაშის სახელობის სახლ-მუზეუმი.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და მოადგილეებთან ერთად ბათუმის საკათედრო ტაძრის ეზოში ფრიდონ ხალვაშის საფლავი ყვავილებით შეამკო. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ეზოში ფრიდონ ხალვაშის ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ და საზოგადო მოღვაწის შემოქმედება გაიხსენეს.
დღესვე „ფრიდონობის“ საზეიმო აღნიშვნა ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ გეგელიძეებში მწერლის სახლ-მუზეუმში გაგრძელდება.
მწერალი და პუბლიცისტი 85 წლის ასაკში, 2010 წელს გარდაიცვალა.