1988 წლიდან დაწყებული სომხეთ-აზერბაიჯანს შორის, ყარაბაღის კონფლიქტის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და ტრაგიკული მოვლენა, რომელსაც ისტორიაში ძალიან ცოტა ანალოგი აქვს, ხოჯალიში მომხდარი გენოციდი იყო – ერთ-ერთ უძველეს დასახლებაში ყარაბაღში. ხოჯალის ტრაგედია იმავე დონეზე დგას, როგორც ხატინისა და ჰიროსიმის ტრაგედიები – XX საუკუნის ყველაზე საშინელი და ულმობლად ჩადენილი დანაშაულები.
ხოჯალი ქალაქ ხანქანდისგან ჩრდილო-აღმოსავლეთით 14 კილომეტრში მდებარეობს. 1992 წლის სისხლიანი ტრაგედიის დაწყებამდე ხოჯალში 7 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. იმ დროს, როცა სომხებმა აზერბაიჯანელები გააძევეს როგორც სომხეთიდან, ასევე მეზობელი ხანქანდიდან, ბევრი იძულებული გახდა, ხოჯალიში დასახლებულიყო. ასევე, 1989 წელს ფერგანადან გამოძევებული თურქი მესხებიც აქ დასახლდნენ.
1992 წლის 25-26 თებერვლის ღამეს, სომხური შეიარაღებული ფორმირებები, ყოფილი საბჭოთა კავშირის 366-ე მოტომსროლელი პოლკის დახმარებით, რომელიც ხანქანდში იყო განთავსებული, თავს დაესხნენ დაუცველ და უიარაღო ხოჯალის. თავდაპირველად, ქალაქი ოთხივე მხრიდან სომხურმა სამხედრო ნაწილებმა ალყაში მოაქციეს, შემდეგ კი ხოჯალი სასტიკად და დაუნდობლად დაიბომბა საარტილერიო და მძიმე სამხედრო ტექნიკით. მალევე ქალაქი ცეცხლში გაეხვია. მოსახლეობა იძულებული გახდა, ქალაქი დაეტოვებინა. 26 თებერვალს, დილის 5 საათისთვის, ხოჯალი სომეხმა ოკუპანტებმა დაიკავეს და ერთი ღამის განმავლობაში უძველესი ხოჯალი მიწასთან გასწორდა.
ქალაქიდან გაქცეული მოსახლეობა მთებში და ტყეებში ცდილობდა თავშესაფარის პოვნას, მაგრამ მათ ყველგან შეიარაღებული სომხები დახვდნენ, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას სასტიკად უსწორდებოდნენ. ამგვარად, იმ ცივ, თოვლიან თებერვლის ღამეს უამრავი ქალი და გოგონა ტყვედ ჩავარდა. ვინც სომხების იარაღს გადაურჩა და ტყეებში, მთებში გაიქცა, მათი უმეტესობა სიცივისა და ყინვისგან დაიღუპა.
სომეხთა სამხედრო ძალების სისასტიკის შედეგად, ხოჯალის ტრაგედიას 613 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა, 487 ადამიანი დასახიჩრდა, 1275 კი – მათ შორის მოხუცები, ქალები და ბავშვები – ტყვედ ჩავარდა და გაუგონარი წამება, შეურაცხყოფა და დამცირება განიცადა. 150 ადამიანის ბედი დღემდე უცნობია. ეს ნამდვილი გენოციდი იყო. ხოჯალიში მოკლული 613 ადამიანიდან 106 ქალი, 63 ბავშვი და 70 ხანდაზმული გახლდათ.
ხოჯალის ტრაგედიაში 8 ოჯახი მთლიანად განადგურდა, 24 ბავშვმა ორივე მშობელი დაკარგა, ხოლო 130-მა – ერთ ერთი მშობელი.
ამ დანაშაულის დროს 56 ადამიანი განსაკუთრებული სისასტიკითა და ულმობლობით მოკლეს. ისინი ცოცხლად დაწვეს, თავი მოკვეთეს, სახეზე სკალპები გააძრეს, ჩვილებს თვალები ამოთხარეს, ხოლო ორსულ ქალებს მუცლები შუბებით გაუხსნეს. სომხებს თავიანთი ბოროტება არც კი შეუჩერებიათ – ისინი მიცვალებულებსაც კი შეურაცხყოფდნენ…
აზერბაიჯანის სახელმწიფო და აზერბაიჯანელი ხალხი ხოჯალის ტრაგედიას არასდროს დაივიწყებენ. 1994 წლის 1 მარტს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა ამ მოვლენასთან დაკავშირებით სპეციალური განკარგულება გამოსცა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის (ეროვნული ასამბლეის) გადაწყვეტილებით, 26 თებერვალი გამოცხადდა „ხოჯალის გენოციდისა და ეროვნული გლოვის დღედ“, და ამის შესახებ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას ეცნობა.
1997 წლის 25 თებერვალს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა გამოსცა განკარგულება „ხოჯალის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილის შესახებ“.
ყოველწლიურად, 26 თებერვალს, სახელმწიფოს მეთაური მიმართავს ხალხს ხოჯალის გენოციდთან დაკავშირებით.
2024 წლის 26 თებერვალს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქალაქ ხოჯალიში გენოციდის მსხვერპლთა მემორიალის საძირკველი ჩაყარა და რეგიონის საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე გამოსვლისას, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა: – „პირველად ვიხსენებთ ხოჯალის გენოციდის დღეს და პატივს მივაგებთ ხოჯალის მოვლენების უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას ხოჯალში. ოცდაორი წლის შემდეგ ჩვენ დავბრუნდით ჩვენს მშობლიურ მიწაზე. ხოჯალის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად დღეს, 26 თებერვალს, აქ მემორიალური კომპლექსის საფუძველი ჩაიყრება. უნდა აღვნიშნო, რომ ეს პროექტი დიდი ხანია მზად იყო, და მისთვის ბაქოში, ხოჯალის გენოციდის მსხვერპლთა ძეგლის მიმდებარედ, ადგილი შერჩეული გვქონდა. თუმცა, ყოველ წელს გარკვეული ეჭვები ჩნდებოდა მემორიალური კომპლექსის აშენებასთან დაკავშირებით, რის გამოც ვაყოვნებდი ამ პროექტს. იმიტომ, რომ, როგორც თქვენ, მეც მჯეროდა და ვიცოდი, რომ აქ დავბრუნდებოდით, დავბრუნდებოდით ხოჯალიში, და აქ აიგებოდა მემორიალური კომპლექსი უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად. ოცდაორი წლის შემდეგ თქვენ დაბრუნდით. ოცდაორი წლის შემდეგ, იმ სისხლიანი ტრაგედიის შემდეგ, ჩვენ, როგორც ჩვენი მიწის პატრონები, როგორც სამშობლოს შვილები, ვცხოვრობთ, ვაშენებთ, ვახორციელებთ აღდგენით სამუშაოებს აზერბაიჯანის ყველა კუთხეში, ყარაბაღის ყველა ნაწილში. გათავისუფლებულ მიწებზე მასშტაბური სამშენებლო პროექტები მიმდინარეობს.
ხოჯალის გენოციდი არასდროს წაიშლება ჩვენი ხალხის მეხსიერებიდან… სამწუხაროდ, ჩვენი მოწოდება „სამართლიანობა ხოჯალისთვის!“ უპასუხოდ დარჩა. მართალია, ჩვენი ძალისხმევით, 18 ქვეყანამ აღიარა ეს სისხლიანი ტრაგედია როგორც გენოციდი, მაგრამ ამ ქვეყნებს შორის არ არიან დიდი სახელმწიფოები. საერთაშორისო ორგანიზაციები, მათი უმეტესობა, ამ ტრაგედიის მიმართ გულგრილი დარჩა“…
აზერბაიჯანის სახელმწიფო, სახელმწიფო სტრუქტურები, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები აზერბაიჯანელები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათ შორის ჰეიდარ ალიევის ფონდი, დიდ ძალისხმევას ახმარდნენ ხოჯალის გენოციდის საერთაშორისო აღიარებას. ჰეიდარ ალიევის ფონდის მიერ წამოწყებულმა ფართომასშტაბიანმა კამპანიამ – „სამართლიანობა ხოჯალისთვის!“ – მსოფლიო მასშტაბით გახდა ცნობილი. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ჩატარდა მრავალი ღონისძიება, პრეზენტაცია, გამოიცა წიგნები, გამოქვეყნდა სტატიები, მოეწყო გამოფენები. დიდი მუშაობა ჩატარდა, რათა სიმართლე მსოფლიო საზოგადოებამდე მისულიყო და სამართლიანობის მოთხოვნა დამდგარიყო, რადგან ხოჯალის გენოციდი არის სისხლიანი დანაშაული, რომელიც მთელი მსოფლიოს თვალწინ მოხდა. ხოჯალის გენოციდის უარყოფა უსამართლობა და სინდისის გარეშე დარჩენაა.
ამასთან, სომხეთის სახელმწიფო და იგივე ძალები, რომლებიც მაშინ იდგნენ და დღესაც მის უკან დგანან, ყველაფერს აკეთებენ, რათა ეს დანაშაული დაიფაროს, რათა სომხეთი არ მიეცეს პასუხისმგებლობაში, არ დაწესდეს რაიმე სანქციები და დამნაშავეები დაუსჯელები დარჩნენ.
აზერბაიჯანი ათწლეულების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ცდილობს, რომ ამ სისხლიანი დანაშაულის ჩამდენები სამართლის წინაშე წარსდგნენ, მაგრამ მოვლენებმა აჩვენეს, რომ სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ მათვე შეეძლოთ – და მათ ეს გააკეთეს.
ყარაბაღის მეორე ომი იყო სამართლიანობის გამარჯვება. შედეგად, იმ დროისთვის ოკუპირებული მიწების დიდი ნაწილი განთავისუფლდა, ხოჯალის გარეშე ვერ ჩავთვლიდით, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი სრულად აღდგა. ის აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიასა და ცნობიერებაში ისეთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, ეს ტრაგედია იმდენად ღრმად აჩნდა მათ გულებს, რომ ხოჯალის გათავისუფლების გარეშე დამშვიდება შეუძლებელი იქნებოდა… 2023 წლის 15 ოქტომბერს ხოჯალში აზერბაიჯანის დროშა აღიმართა. დაიწყო ხოჯალის მასშტაბური აღდგენის პროცესი.
- „ჩვენი მოთხოვნა „სამართლიანობა ხოჯალისთვის!“ აბსოლუტურად სამართლიანი იყო. ის ფაქტი, რომ ჩვენ ეს სამართლიანობა ბრძოლის ველზე დავამკვიდრეთ, სრულად შეესაბამება როგორც საერთაშორისო სამართალს, ასევე ისტორიულ სიმართლეს.
ჩვენ ისტორიული სამართლიანობა აღვადგინეთ. მართალია, ამისთვის 30 წელზე მეტი დრო დაგვჭირდა, მაგრამ ამ წლების განმავლობაში გაწეულმა მუშაობამ და ჩვენმა მიზანმიმართულმა პოლიტიკამ მოგვცა შესაძლებლობა, დღეს აქ, ჩვენს მიწაზე, შევხვედროდით ამ დღეს“ – ვკითხულობთ ხოჯალის ტრაგედიისადმი მიძღვნილ აზერბაიჯანულ წყაროებში.