მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება „ევროკავშირთან ერთად“  –  ინტელექტუალური თამაში ქობულეთში

„ევროკავშირთან ერთად“  –  ინტელექტუალური თამაში ქობულეთში

391
0

 

13295384_1209792129053762_746810015_n  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს მიერ ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სფეროც შეუერთდა, სლოგანით -„ევროკავშირთან ერთად“. ქობულეთის საჯარო სკოლების 17 გუნდმა მონაწილეობა მიიღო ინტელექტუალურ თამაშში  „რა? სად? როდის?“ თემაზე  „ევროკავშირი – გუშინ, დღეს, ხვალ…“. ინტელექტუალურ თამაშს , რომელიც  პედაგოგ  ხათუნა ღაღანიძეს მიჰყავდა და ტექნიკურად ბსუ სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის  წევრებმა  წარმართეს,  ქალაქის #6 საჯარო სკოლამ უმასპინძლა. ღონისძიებას  13285800_1209792409053734_434540261_nესწრებოდნენ ქობულეთის რესურსცენტრის, მონაწილე გუნდების  სკოლების  ხელმძღვანელები და წარმომადგენლები. თმაში 3 ეტაპად წარიმართა და საკმაოდ დაძაბული პაექრობის შედეგად, კომპეტენტურმა ჟიურიმ გამარჯვებული გუნდები გამოავლინა: I ადგილი მუხაესტატეს საჯარო სკოლის გუნდმა „მეგობრობამ“ დაიკავა, II ადგილზე ქალაქის #3 სკოლის გუნდი „ოლიმპი“ გავიდა, ხოლო  წყავროკას საჯარო სკოლის  გუნდი  „ფენიქსი“ III ადგილს დასჯერდა.   გამარჯვებული გუნდების  წევრებს  „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის რეგიონალური ბიუროს ხელმძღვანელმა  ირმა გაბინაშვილმა  საინფორმაციო ცენტრის მიერ დაწესებული პრიზები – 13318554_1209792289053746_641603898_nშემეცნებითი ლიტერატურა და სერტიფიკატები გადასცა და აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის ინტელექტუალური თამაშების მიზანია ევროკავშირის დაფუძნების, მისი ფუნქციონირების, მიზნებისა და პრინციპების, ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის და პერსპექტივების შესახებ ცნობადობის დონის ამაღლება ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებში და მათი ამ აქტივობაში ასეთი  წარმატებული მონაწილეობა განსაკუთრებულად აღსანიშნავი და მნიშვნელოვანია.

ლიკა გოგიტიძე