მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერას გააგრძელებს

ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერას გააგრძელებს

204
0

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ევროკომისიის დირექტორატის ხელმძღვანელს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ჯერარდ შუმან ჰიცლერს და ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი დონორია, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებას უწყობს ხელს. ევროკავშირის წარმომადგენლება დადებითად შეაფასეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯები და აღნიშნეს, რომ გასული წელი შთამბეჭდავი იყო აგრარული სექტორის ზრდის კუთხით და ევროკავშირი კვლავ გააგრძელებს საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის ხელშეწყობას.