მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ევროკავშირი, შვედეთი და FAO საქართველოს რეგიონების სკოლებში სურსათის უვნებლობისა და ჯანსაღი კვების...

ევროკავშირი, შვედეთი და FAO საქართველოს რეგიონების სკოლებში სურსათის უვნებლობისა და ჯანსაღი კვების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ძალისხმევას აერთიანებს

23
0

ENPARD IV, ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში (FAO)გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ პრეზენტაციები და ინტერაქტიული დისკუსიები გამართა სკოლის მოსწავლეებისთვის კახეთში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში აღნიშნული შეხვედრა FAO-ს მიმდინარე კომპლექსური ტრენინგის მოდულის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს სურსათის უვნებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ჯანსაღი კვების პოპულარიზაციას სკოლის მოწაფეებში.
პრეზენტაციისა და ინტერაქტიური აქტივობაზე მერვე – მეთორმეტე კლასის – 42-მა მოსწავლემ ჯანსაღ ბალანსირებულ კვებაში ბოსტნეულისა და საკვები ელემენტების მნიშვნელობაზე შეიძინეს ცოდნა პროგრამის ფარგლებში მათ ასევე ჰქონდათ
საშუალება ინფორმაცია მიეღოთ პირველად წარმოებაში სურსათის უვნებლობასა და საკუთარ როლზე სასურსათო დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების პროცესში.