2016 წლის ევროპიისდღეები საქართველოში სსიპ “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის” ორგანიზებით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან კოორდინაციითა დასაქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით გაიმართა. „European Days 2016“-მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და აქტივობებით აღინიშნა, რომელთა მიზანიც საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირის შესახებ ინფორმირება და მათთვის ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების გაცნობა იყო. ევროპის დღეების ფარგლებში მოეწყო საჯარო ლექციები, საინფორმაციო სახის შეხვედრები, კონკურსები, დებატები და სხვადასხვა ტიპის აქციები. ევროპის დღეები საქართველოში 8 მაისს, რიყის პარკში გაიხსნა და მთელი თვე გაგრძელდა. მასში აქტიურად ჩაერთო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიც.
აჭარაში ევროპის დღეები მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა, რომლის ფარგლებშიც 16 მაისს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიზიტიც შედგა, მოეწყო კულტურული, სპორტული, შემეცნებითი აქტივობები, რითაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ევროპული ფასეულობების, ევროინტეგრაციის პროცესის პოპულარიზების მნიშვნელობა, აგრეთვე საზოგადოების ფართო ფენების, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების დაინტერესება საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობითა და ამ პროცესის შესახებ ცნობადობის დონის ამაღლებით.
10 მაისს „ევროპის დღე“ აღინიშნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მრავალფეროვანი ღონისძიებები ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საგარეო საქმეთა სამსახურისა და საინფორმაციო ცენტრი „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ’’ ორგანიზებით მოეწყო. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, მარინა გიორგაძის მიერ შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, ბსუ-ში ევროპის დღე ისტორიის სპეციალობის სტუდენტთა კონფერენციით -,,ევროპა და საქართველო“ გაიხსნა. სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს სტენდზე განთავსდა სპეციალური ლიტერატურა, საინფორმაციო მასალები და ფლაერები, ბიუროს მოხალისეები დაინტერესებულ პირებს აცნობდნენ ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს. საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა მოაწყო პრეზენტაცია „ევროკავშირთან ერთად“, შედგა ფილმის – ,,მოგზაურობა ეროპაში“ ჩვენება. მოეწყო აგრეთვე საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტისა და საერთაშორისო განათლების ცენტრის მასალების პრეზენტაცია ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პირობებისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ. მოგვიანებით, ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა სახელწოდებით -,,ევროპა იწყება საბერძნეთით“ ანტიკური სამოსის დეფილე გამართეს, ასევე საფრანგეთის, გერმანიის, ინგლისის, დასლავური სამყაროების კუთხეები მოაწყვეს, სადაც ნაციონალური სამზარეულო, ტანსაცმელი და ტრადიციები წარმოადგინეს.
11 მაისს, ევროპის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა აჭარის მაღალმთიანეთში. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ აჭარის ბიუროს ინიციატივითა და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით საქართველოში ევროპისდღეების დეკადას ხულოც შეუერთდა, სადაც ნამდვილი სახალხო ზეიმი „ჩვენ ვირჩევთ ევროპას“ გაიმართა. მთელი დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა დაწესებულებაში მოეწყო 9 სახეობის კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიება. ევროპის დღეები ულამაზესი კულტურული პროგრამით აღნიშნა ხულოს კულტურის ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,არგინეთმა” და მუსიკალურმაჯგუფებმა. კულტურის ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაშები ,,რა? სად? როდის?“, საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა ტურნირი ჭადრაკში. სასპორტო სკოლაში მოეწყო ტურნირი ბერძნულ- რომაულ ჭიდაობაში. თეატრონის სპორტულ დარბაზში გაიმართა შეჯიბრი შაშში. სახელოვნებო სკოლაში მოეწყო ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, ეთნოგრაფიულ მუზეუმში და თეატრის გარე ფასადზე მოწყო ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, ხოლო სამხატვრო გალერეაში გამოიფინა „ზემოაჭარის“ მხატვრების თანამედროვე ნამუშევრები. სახალხო ზეიმი მთელი დღის მანძილზე გრძელდებოდა. ღონისძიებების დასასრულს, მოეწყო გამარჯვებულთა დაჯილდოება, რომლებსაც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ დაწესებული პრიზები, სერტიფიკატები, თასები და მედლები ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ჯამბულ ხოზრევანიძემ, გამგებლის მოადგილემ ლაშა ბოლქვაძემ და საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა – ირმა გაბინაშვილმა გადასცა.
14 მაისს, სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც მოხალისის სტატუსით აქტიურად თანამშრომლობენ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროსთან. სტუდენტებთან შეხვედრისას გიორგი ფარეშიშვილმა ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების ინფორმირებულობის ხარისხზე, სწორი მოქალაქეობრივი პოზიციის და შეხედულებების ფორმირების მნიშვნელობაზე, აგრეთვე მიმოიხილა საქართველოს საგარეო კურსის ძირითადი მიმართულებები და ევროინტეგრაციის პროცესში არსებული გამოწვევები. საუბარი შეეხო ოკუპირებული ტერიტორიების საკითხსაც, ახალგაზრდებმა იმსჯელეს პრობლემის მოგვარების შესაძლო ვარიანტებზე. დისკუსიის მსვლელობისას, საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ სტუდენტებს სოხუმში ჩაწერილი ვიდეო-მიმართვაც აჩვენა, რომელიც მისი აფხაზეთში ყოფნისას სახელდახელოდ მომზადდა. მოხალისეებმა მათთვის საინტერესო სხვა კითხვებზე ცამომწურავი პასუხები მიიღეს და სამომავლოდ, ევროინტეგრაციის კუთხით დაგეგმილ მნიშვნელოვან აქტივობებში მონაწილეობის მიზნით საინფორმაცი ოცენტრთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
15 მაისს, „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს ინიციატივითა და ახალგაზრდული ორგანიზაცია „ახალი თაობა – ახალი საქართველოს“ და ორგანიზაციის ლიდერების ვიქტორია ბარათაშვილისა და ომარ კახაძის ორგანიზებით, ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმში მოეწყო შემეცნებითი პროექტის „ევროპული საბჭოს მოდელირებული სამიტი“ – საპრეზენტაციო ეტაპი. პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს (აჭარის მასშტაბით აპლიკაციებითა და გასაუბრებით შერჩეულ 87 ახალგაზრდა დელეგატს) ჰქონდათ საშუალება ემუშავათ სამ საგანგებოდ შექმნილ კომიტეტში, სადაც ისინი შეძლებდნენ მოერგოთ ევროკავშირის ლიდერთა როლი, განეხილათ ევროკავშირისათვის აქტუალური თემები და პრობლემები, უშუალოდ გაცნობოდნენ ევროპული საბჭოს მუშაობის მთავარ პრინციპებს და აქტიურად მიეღოთ მონაწილეობა დებატებსა და დისკუსიებში.
პროექტის ფორმატის და თემატიკის გათვალისწინებით დელეგატებს ჰქონდათ საშუალება მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოეყენებინათ მცირე დრო და ემუშავათ 3 ძირითად საკითხზე – მიგრაცია, ტერორიზმი და გარემოს დაცვა. დღის პირველ ნახევარში დელეგატები კომიტეტებში განიხილავდნენ აქტუალურ თემებს და მიიღეს გადაწყვეტილებები. საბოლოოდ კი დღის მეორე ნახევარში თითოეული კომიტეტის პრეზიდენტმა ზეპირი სახით წარადგინა გადაწყვეტილება სამიტის დასკვნით ნაწილზე. კომიტეტებმა აირჩიეს საუკეთესო დელეგატები, რომელთა შორისაც მოეწყო შერკინება საჯარო გამოსვლებში. საგანგებოდ შერჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა მათ შორის საუკეთესო – შპს „განათლება“ ბათუმის კერძო სკოლის მოსწავლე ალეკო ბერიძე, რომელსაც გადაეცა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სპეციალური პრიზი, სამიტის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები, საუკეთესო 3 დელეგატს – ზალინა გორგილაძეს, ედუარდ შამილაძეს და ალექს ბერიძეს კი შემეცნებითი ლიტერატურა და საინფორმაციო ცენტრის პრიზებიგადაეცათ. სამიტის მოდელირებას დაესწროს სიპ „ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, რომელმაც პროექტისმონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრინციპები გააცნო და აღნიშნა, რომ ცენტრის პრიორიტეტია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მოახდინოს ახალგაზრდების მაქსიმალური დაინტერესება და ჩართულობა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაში.
16 მაისს, ევროპის დღეების ფარგლებში ქალაქ ბათუმს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ეწვია. დაგეგმილი პროგრამის ფარგლებში, დავით ბაქრაძემ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას და საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ცნობადობის გაზრდას. მინისტრმა მოინახულა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ოფისი და გაესაუბრა ბიუროს წარმომადგენელს ირმა გაბინაშვილს, აგრეთვე დაესწრო სპორტულ, სანახაობით და კულტურულ ღონისძიებებს, აგრეთვე სტუდენტების მიერ გამართულ ანტიკური სამოსის დეფილეს სახელწოდებით -,,ევროპა იწყება საბერძნეთით“. სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა ველომარათონის გამარჯვებულებს გიორგი გაბაიძეს, სულხან ახმაევს და თორნიკე ხარაზს ფასიანი საჩუქრები გადასცეს. იმავე დღეს სახელმწიფო მინისტრი შეხვდა ადგილობრივი თვითმმართველობის, სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს, სადაც ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრა. აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა ვიზალიბერალიზაციის, ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობებისა და განათლების საკითხებზე. ღონისძიების დასასრულს მინისტრმა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა. მოგვიანებით კი დავით ბაქრაძეს, თანმხლებ პირებთან ერთად, მიტროპილიტმა დიმიტრიმ უმასპინძლა. ბათუმში ვიზიტის ფარგლებში, დავით ბაქრაძემ მონაწილეობა მიიღო აგრეთვე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუში „პირისპირ“, სადაც ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსსა და ამ პროცესში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
19-21 მაისს, ევროპის დღეების ფარგლებში, სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, თბილისში ორდღიანი სემინარი “საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტები” გაიმართა. სემინარში საქართველოს 6 სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. სემინარის ფარგლებში სტუდენტები შეხვდნენ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს და მოისმინეს დავით ბაქრაძის ლექცია თემაზე – საგარეო ურთიერთობების პრიორიტეტები. სტუდენტებმა მოისმინეს აგრეთვე ლექციები თემაზე: NATO-საქართველოს ურთიერთობები, თანამშრომლობის პერსპექტივები და გამოწვევები, საქართველოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა. მოგვიანებით სტუდენტებმა ნორიოს სამხედრო ნაწილიც მოინახულეს. ახალგაზრდები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ჯგუფის ხელმძღვანელს ვიცე-პოლკოვნიკს კრისტიანე მაუსსა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძეს შეხვდნენ. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა “ჯარისკაცის ულუფაც” დააგემოვნებეს. სემინარის პირველი დღე სპექტაკლის „სტუმარ – მასპინძელის“ ჩვენებით დასრულდა.
სემინარის მეორე დღეს ახალგაზრდებს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ დირექტორი ქეთევან ჩაჩავა შეხვდა. ახალგაზრდებმა მოისმენეს ლექციები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესსა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე.
მოგვიანებით, სემინარის მონაწილე სტუდენტებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უმასპინძლა. პრეზიდენტმა სტუნდენტების შეკითხვებსაც უპასუხა, რომლებიც საქართველო – რუსეთის ურთიერთობებს, საქართველოს ევროინტეგრაციის, ვიზალიბერალიზაციის და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხს შეეხებოდა. პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ სტუდენტებმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერეს.
20 მაისს,ბათუმში, ევროპის დღეების ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ENIGMMA-ს მიერ ბათუმის პიაცაზე გამართული ევროპულ დღის აღნიშვნაში, აჭარაში მოქმედ ცნობილ ორგანიზაციებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღო სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიურომ, რომელმაც საინფორმაციო მაგიდაზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის, ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის, ასოცირების ხელშეკრულების და მსგავსი თემების შესახებ არსებული მასალები განათავსა და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად გამვლელებს საინფორმაციო ბროშურები, დროშები და სხვა აქსესუარები დაურიგა. საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს მოხალისეებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კულტურულ, შემეცნებით, ღონისძიებასა და კონკურსებში, რისთვისაც ორგანიზატორებისაგან ევროკავშირის სიმბოლიკის აქსესუარები და სამახსოვრო საჩუქრებიც მიიღეს. ღონისძიებას ბათუმის მერი და განათლების მინისტრიც დაესწრო. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ENIGMMA- მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში პროექტის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ორგანიზებულ საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობა ყველა მსურველს შეეძლო და იგი საღამოს სპეციალური კულტურული პროგრამით დასრულდა
22 მაისს, მსოფლიო ბიომრავალფეროვნების დაცვის დღეზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ინიციატივითა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით მოეწყო დასუფთავების აქცია, რომელშიც საინფორმაციო ცენტრის ადგილობრივ მოხალისეებთან და დასუფთავების სამსახურთან ერთად მონაწილეობა მიიღო ბათუმის ვიცე-მერმა ალექსანდრე მითაიშვილმა, აგრეთვე მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თეკლა ჩიჩუამ და მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენელმა.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ დაგეგმილი მსგავსი ტიპის აქციების მიზანია ევროპული ქალაქის, ბათუმის სანაპირო ზოლის სისუფთავის დაცვა და შენარჩუნება, აგრეთვე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ჩართვა ცენტრის მიერ დაგეგმილ აქტივობებში. ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობა კი თანაქალაქელებისათვის კიდევ ერთი მაგალითია ევროპული ფასეულობების და ევროინტეგრაციის შეუქცევადი პროცესის მხარდასაჭერად
ევროპის დღეების ფარგლებში, ბათუმში სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა და საინფორმაციო ცენტრის მოხალისეთა კლუბის წევრებმა ქალაქის ქუჩებში საინფორმაციო ტიპის აქციები მოაწყვეს. მოხალისეებმა ბათუმის ბულვარში ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს და გამვლელებს დაურიგეს ევროპის დღეების ფარგლებში გამოცემული ფლაერები, სტიკერები , საინფორმაციო მასალები. მოქალაქეებს მიეწოდათ ინფორმაცია ევროპის დღეების და აჭარაში ჩატარებული აქტივობების შესახებ.
23 მაისს, „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს ინიციატივითა და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ევროპის დღეები აღინიშნა შუახევში, რომელშიც ჩართულნი იყვნენ რესურსცენტრის, კულტურის ცენტრის, სპორტსკოლის, საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ საქმეთა სფეროს წარმომადგენლები. მოეწყო ესსეების კონკურსის „ევროკავშირი, საქართველო და მე“ გამარჯებულთა ნაშრომების წაკითხვა და დაჯილდოება. აგრეთვე სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრში გამარჯვებულთა გამოვლენა. კონკურსის პარალელურად, შუახევის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის, სახელოვნებო სკოლის და სპორტსკოლის ორგანიზებით მოეწყო მრავალფეროვანი კულტურული და შემეცნებითი აქტივობები, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვნენ შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები, აგრეთვე გამგებელი ტარიელ ებრალიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ ქარცივაძე. აჭარის მაღალმთიანეთში ევროპის დღეების შემაჯამებელ ღონისძიებებს აქტიურად გამოეხმაურა ადგილობრივი მოსახლეობაც.
24 მაისს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს მიერ ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს ბათუმის #26 სკოლასთან არსებული ინკლუზიური სასწავლო ცენტრის ბენეფიციარებიც შემოუერთდნენ და სლოგანით -„ეს ევროპაა“- ნამუშევრების გამოფენა და პერფომანსი მოაწყვეს. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრები ევროპას და ევროკავშირის სიმბოლოებს ასახავდა, ხოლო პერფომანსი – ცნობილი ფრანგი მწერლის – ეგზიუპერის ნაწარმოების მიხედვით შესრულდა. სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა და სტაჟიორმა აქტივობებში მონაწილე ყველა ბენეფიციარს სუვენირები – დეკორატიული გლობუსები და დროშები გადასცეს, ხოლო საუკეთესო ნაშრომის ავტორებს – ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სასაჩუქრე პაკეტები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქ ბათუმის მერიის კულტურის სამსახურის, ინკლუზიური სასწავლო ცენტრის და ბათუმის #26 სკოლის წარმომადგენლები.
25 მაისს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს მიერ ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სფეროც შეუერთდა, სლოგანით -„ევროკავშირთან ერთად“.
ქობულეთის საჯარო სკოლების 17 გუნდმა მონაწილეობა მიიღო ინტელექტუალური თამაშში „რა? სად? როდის?“ თემაზე „ევროკავშირი – გუშინ, დღეს, ხვალ…“. ინტელექტუალურ თამაშს , რომელიც პედაგოგ ხათუნა ღაღანიძეს მიჰყავდა და ტექნიკურად ბსუ სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის წევრებმა წარმართეს, ქალაქის #6 საჯარო სკოლამ უმასპინძლა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქობულეთის რესურსცენტრის, მონაწილე გუნდების სკოლების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები. თმაში 3 ეტაპად წარიმართა და საკმაოდ დაძაბული პაექრობის შედეგად, კომპეტენტურმა ჟიურიმ გამარჯვებული გუნდები გამოავლინა: 1 ადგილი მუხაესტატეს საჯარო სკოლის გუნდმა „მეგობრობამ“ დაიკავა, მე-2 ადგილზე ქალაქის #3 სკოლის გუნდი „ოლიმპი“ გავიდა, ხოლო წყავროკას საჯარო სკოლის გუნდი „ფენიქსი“ მე-3 ადგილს დასჯერდა. გამარჯვებული გუნდების წევრებს „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა საინფორმაციო ცენტრის მიერ დაწესებული პრიზები- შემეცნებითი ლიტერატურა და სერტიფიკატები გადასცა და აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის ინტელექტუალური თამაშების ორგანიზების მიზანია ევროკავშირის დაფუძნების, მისი ფუნქციონირების, მიზნებისა და პრინციპების, ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის და პერსპექტივების შესახებ ცნობადობის დონის ამაღლება ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთათვის და მათი ამ აქტივობაში ასეთი წარმატებული მონაწილეობა განსაკუთრებულად აღსანიშნავი და მნიშვნელოვანია
1 ივნისს ბათუმში ვიზიტად მყოფმა სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან ერთად ბათუმის ინკლუზიური სწავლების ცენტრი მოინახულეს, სადაც ევროპის დღეების ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს მიერ ორგანიზებული გამოფენის “ეს ევროპაა“ ნამუშევრებიც დაათვალიერეს.
1 ივნისს ევროპის დღეების დასრულებისა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად , საქართველოს სხვა რეგიონებთან ერთად ბათუმიც შეუერთდა ფრანების აქციას. ბათუმის მერიის მხარდაჭერით, 6 მაისის პარკში, ნატოსა დაევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა, ცენტრის მოხალისეებთან ერთად 6 მაისის პარკში სიმბოლურად, ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით მოხატული ფრანები გაუშვეს, რითაც კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს ევროკავშირისადმი სწრაფვის მხარადჭერა, ევროპული ფასეულობების პატივისცემა და კიდევ ერთხელ შეახსენეს თანამოქალაქეებს ევროპის დღეების აღნიშვნის აქტუალობა და მნიშვნელობა!…