მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება “ევროპის დღეები 2019”

“ევროპის დღეები 2019”

439
0

აჭარის რეგიონში „ევროპის დღეებმა 2019“ სტარტი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფ. ჭახათსა და კოხში, მდ. კინტრიშის ხეობაში აიღო. ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა გაიმართა, მათ შორის მასშტაბური დასუფთავების აქცია ხეობაში, საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდებთან, კულტურული და სანახაობრივი აქტივობები ბუნებაში, კონცერტი, ინტელექტუალური შეჯიბრი, თემატური პერფომანსი, საუბრები კოცონთან და ა.შ ღონისძიებას უცხოელი სტუმრები, ქობულეთის კოლეჯში „ახალი ტალღა“ მოწვეული გერმანელი ექსპერტებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ასეთი ტიპის აქტივობების ორგანიზების იდეა საუკეთესოდ შეაფასეს და მსმენელებს ევროკავშირში გაწევრიანების პრიორიტეტებსა და თავიანთი ქვეყნის საქართველოსადმი დამოკიდებულების შესახებ ესაუბრნენ. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა, ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ ახალგაზრდებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა და მათ ევროპულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე ესაუბრა. საინფორმაციო ცენტრის რეგიონალურმა წარმომადგენელმა აჭარაში ირმა გაბინაშვილმა „ევროპის დღეებში“ ადგილობრივი ხელისუფლების, მოსახლეობის და ახალგაზრდების ჩართულობაზე. ქვეყნის ევროპული გზის და ამ მონაპოვარის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე. საუბარი შეეხო აგრეთვე ევროკავშირის ფუნქციონირების აქცენტებს, მიზნებსა და ამოცანებს. გაიმართა საინტერესო დისკუსია ქვეყნის ევროპული განვითარების შესახებ, რომელშიც ახალგაზრდებთან ერთად ოფიციალური პირები : ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი და აჭარის არ უმაღლესი საბჭოს კომისიის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე ჩაერთვნენ. დისკუსიის შემდეგ გაიმართა ვიქტორინა ევროკავშირის თემატიკაზე და გამარჯვებულებს საინფორმაციო ცენტრის და მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებული პროზები გადაეცათ. ღონისძიება სახელდახელო კონცერტით და იმპროვიზირებული წარმოდგენებით კოცონთან გაგრძელდა … დღის მანძილზე მიმდინარე აქტივობებში მონაწილეობას ღებულობდნენ კოლეჯის „ახალი ტალღა“ სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, ქობულეთის მერიის და საკრებულოს, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ევროპის დღეები აჭარის რეგიონში მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით გაგრძელდება: პარტნიორ ორგანიზაციებთან და უწყებებთან ერთად დაგეგმილია სხვადასახვა ტიპის შემეცნებითი, საგანმანათლებლო, სპორტული, კულტურული და სანახაობრივი ღონისძიება, მათ შორის სემინარი რეგიონის მედიის წარმომადგენლებისთვის, საინფორმაციო შეხვედრა რეგიონის ფერმერებთან, მეწარმეებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, შეხვედრები სოფლების მოსახლეობასთან, სტუდენტებთან, მასშტაბური ღონისძიება „ევროპის დღე ქობულეთში“ , ესეების კონკურსი „ევროპა ჩემთვის არის“, საზაფხულოს სკოლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სხვა. „ევროპის დღეები 2019“ 23 მაისამდე გაგრძელდება. ევროპის დღეების მიზანია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა.