ეკომიგრანტების 12 ოჯახს ქედაში, ყოფილი პოლიკლინიკის შენობაში შეასახლებენ. ბინით იმ ოჯახებს დააკმაყოფილებენ, რომლებიც სოფელ ჯალაბაშვილებში სტიქიით დაზარალდნენ, მათ სამუშაო ჯგუფი კრიტერიუმების განხილვის შემდეგ შეარჩევს. საკითხზე მომუშავე სამთავრობო კომისიამ სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნა, რომლის შემადგენლობაში, სპეციალისტებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მონიტორინგის“ ხელმძღვანელიც შევიდა. დაიგეგმება მუშაობის პრიორიტეტები და ჩასატარებელი ღონისძიებები. ხვალიდან სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე ხელმძღვანელობს, სოფელ ჯალაბაშვილებში ოჯახების მდგომარეობას გაეცნობა.