აჭარას ვალონიის წარმომადგენლები სტუმრობენ. რეგიონის საინვესტიციო პოტენციალი სტუმრებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა გააცნო. სტუმრები რეგიონის შესახებ საინვესტიციო ვიდეო რგოლს გაეცნენ. სპეცალური პრეზენტაციით მათ აჭარის საინვესტიციო შესაძლებლობებზე, საპრივატიზაციო ობიექტებზე,საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე ინფორმაცია მიიღეს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე სტუმრებს რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე ინფორმაცია მიაწოდეს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან მიშელ იანოვსკი პროექტის “Wallonie Belgique Tourisme” მენეჯერი, კეტრინ სეი – ,,Lakes of Eau d’Heure’’-ის კომერციული დირექტორი, ანნა კოპინი – ,,Lakes of Eaud’Heure’’-ის კომუნიკაციისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსი. ვალონიის წარმომადგენლების სტუმრობის მიზანი აჭარის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესწავლაა. ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმრები აჭარის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და ტურისტულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ. ისინი ასევე სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძი“-ს ეწვევიან და განხორციელებულ და მიმდინარე ტურისტულ-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნობიან. დელეგაცია აჭარას 29 აპრილს დატოვებს.