გუშინ, გულის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხელვაჩაურში ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით, ველომარათონი გაიმართა. მარათონში 30 ახალგაზრდა მონაწილეობდა. სპორტულ შეჯიბრში გამარჯვებული ახალგაზრდებისთვის ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრმა სპეციალური პრიზები დააწესა.
პირველი ადგილი თემურ კახიძემ დაიკავა , რომელსაც საჩუქრად ველოსიპედი გადაეცა. მობილური ტელეფონით დაასაჩუქრეს თამაზ ვარშალომიძე, რომელიც მეორე ადგილის მფლობელი გახდა, მესამე ადგილი კი ლაშა ზოიძემ დაიკავა და მას საჩუქრად მუსიკალური ფლეერი გადასცეს. მარათონს მსაჯთა კომისია აკვირდებოდა.
სპორტულ ღონისძიებას ხელვაჩაურის გამგეობის კულტურის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ. ველომარათონი მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით 2012 წლიდან იმართება.
მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი ველომარათონი გულის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა