მთავარი ვიდეორეპორტაჟი კანონი და სამართალი ზურაბ პატარაძე გახშირებულ კრიმინალურ ფაქტებთან დაკავშირებით

ზურაბ პატარაძე გახშირებულ კრიმინალურ ფაქტებთან დაკავშირებით [ვიდეო]

885
0

https://youtu.be/lmVGec63RnY

შსს-მ 3 იანვარს ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით  ორი პირი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 3 იანვარს ბრალდებულები იარაღის მუქარით თავს დაესხნენ შპს „იალჩინ მარკეტის“ ბუღალტერს და აღნიშნული შპს-ს კუთვნილი 148 546 ლარი, ასევე, პირადი თანხა და ნივთები გასტაცეს. სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 4 700 ლარი, ცივი იარაღი და ნიღაბი, ასევე 7 750 ლარი და ოქროს საყურე ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია 37 300 ლარი. შსს-ის ინფორმაციით გამოძიება დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.

რეგიონში გაზრდილ კრიმინალურ ფაქტებთან დაკავშირებით დღეს მედიასთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ პირველი კომენტარი გააკეთა.