მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება თამაზ ბაკურიძის ბრიფინგი

თამაზ ბაკურიძის ბრიფინგი

124
0

დღეს დემოკრატიული ჩართულობის ბათუმის ოფისში უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ ბრიფინგი გამართა, რომელზეც ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის წარმომადგენლებთან ერთად გვირაბებსა და ჰესების მშენებლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემებზე ისაუბრა. მათი მტკიცებით, ბურღვა-აფეთქებითმა სამუშაოებმა საცხოვრებელი სახლები, გზა და სახნავი სავარგულები დააზიანა, დაშრა წყაროები და მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. 15 სოფლის მოსახლეობა არ გამორიცხავს კომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებასა და საპროტესტო აქციების გამართვას.

კომპანიის დირექტორი ჯოშ ჯერადი მოსახლეობის პრეტენზიებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამუშაოების დაწყებამდე და შემდეგაც მუდმივად მოწმდებოდა ვიბრაციის სიმძლავრე, რომელიც არ აჭარბებდა კანონით დადგენილ ნორმებს. ამიტომ კომპანიაში მიაჩნიათ, რომ გვირაბის მშენებლობის დროს ჩატარებულ სამუშაობებს მოსახლეობა არ დაუზარალებია.

„ცრუობს, პასუხისმგებლობას გაურბის, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია“-აცხადებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე „აჭარისწყლის ჯორჯიას“ დირექტორის განცხადებაზე.