უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის განცხადებით, კირნათიჰესის მშენებლობა 2016 წელს უნდა შესულიყო ექსპლუატაციაში, თუმცა დღემდე არ დასრულებულა.
კომპანია „აჭარა ენერგო 2007“-ის მენეჯმენტის ინფორმაციით, კირნათი ჰესის ექსპლუატაციაში შესვლას ხელს საპროტესტო აქციები უშლის, რასაც უფლებადამცველი არ ეთანხმება. თამაზ ბაკურიძე ბრალდებას უსაფუძვლოდ თვლის და ადგილობრივი მოსახლეობის პროცესი სამართლიანად მიაჩნია.