დღეს დემოკრატიული ჩართულობის ბათუმის ოფისში უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც ისაუბრა იმ გზავნილების შესახებ, რომელიც მოსახლეობას ახლად არჩეული მერებისა და დეპუტატების მიმართ გააჩნია.
“ჩემი მთავარი გზავნილი იქნება ის, რომ დაინგრეს ის მავნე პრაქტიკა, როცა პრობლემების მოგვარების მოთხოვნით ხალხი და ხელისუფლება ცალ-ცალკე იდგა… ვიმედოვნებ რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება” – განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.