თანადაფინანსებით ახალი საცხოვრებელი კიდევ 10-მა ეკომიგრანტმა ოჯამა შეიძინა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის – „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ ფერგლებში, საცხოვრებელი ფართების კიდევ 10 ეკომიგრანტმა ოჯახმა დაირეგისტრირა. მიმდინარე კვირას საცხოვრებელს ჯამში 13 ოჯახი დაიკანონებს. რეგისტრაციის პროცესს, ბათუმის იუსტიციის სახლში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძესთან ერთად დაესწრო. მინისტრმა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს უსაფრთხო საცხოვრისის შეძენა მიულოცა. მიმდინარე წლის განმავლობაში, პროგრამის ფარგლებში უსაფრთხო საცხოვრისი 81-მა ოჯახმა უკვე მიიღო, პროგრამა წლის ბოლომდე გრძელდება. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება, თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი. გასულ წელს პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართი 96-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა.
მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება თანადაფინანსებით ახალი საცხოვრებელი კიდევ 10-მა ეკომიგრანტმა ოჯამა შეიძინa