მთავარი სხვადასხვა თურაშაული ვაშლის პატრონი, ტყეში ეძებდა პანტასაო…

თურაშაული ვაშლის პატრონი, ტყეში ეძებდა პანტასაო…

17
0

  „თურაშაული ვაშლის პატრონი, ტყეში ეძებდა პანტასაო,“ გლეხურად, მაგრამ მარტივად და უბრალოდ, ყველასათვის გასაგები ენით უთქვამს გულნატკენ ქართველ კაცს.

  საქართველო არის განმანათლებელი წმინდა მამების ქვეყანა, იგივე იბერების (ი- ბერების), ღმრთის შვილების , მესხი (მე- სხივი ვარო ამბობს სიტყვა…) განმანათლებელი მამების, მზის შვილების სამკვიდრო.

  აი, რას ამბობდნენ და წერდნენ საქართველოზე უცხოელი მეცნიერები, მწერლები და მოგზაურები: გამოჩენილი თანამედროვე მეცნიერი ბოვრა, თავის კაპიტალურ ნაშრომში ,  „ყველა დროისა და ხალხის საგმირო პოეზიის შედარებითი ფენომენოლოგია,“ წერს: „ჰომეროსმა ხომ იცის , რომ აიაია ძალიან შორს მდებარეობს აღმოსავლეთში, სადაც გარიჟრაჟს თავისი სავანე და საცეკვაო ადგილი აქვს და მზე ქვეყნიერებას იქედან ანათებს.“ (იხ. აკაკი ურუშაძე, არგონავტიკა გვ36. (არგო-ნავ-ტიკა… ნ. დოლიძე).

  „სისულელე იქნებოდა აიას გეოგრაფიული მდებარეობის განსაზღვრა , რომ ვცადოთ „ზეელინგერი გერმანელი მეცნიერი-“უსაზღვრო იყო კოლხეთისა და მისი „მზის შვილების“ წვდომა სამყაროსადმი.“

  „შენ აამაღლე უფალო შენი ერი, განადიდე და არ მიატოვე, არამედ მხარში ედექი მარად და ყველგან“ (იხ.სიბრძნე სოლომონისა 19,22) ეს და მსგავსი ჩამონათვალი უცხოელ მკვლევართა და მეცნიერთა ძალიან შორს წაგვიყვანს…

საქართველო არის ქვეყანა, სადაც ქალდეველი, იგივე ქართველი (კარდუხი,) გიორგიანელი დამწერლობის შემნელი მუშაკების მიერ სამი დამწერლობა შეიქმნა, ეს არის 1. ასომთავრული,2. ნუსხახუცური, 3. მხედრული, დღევანდელი მრგვლოვანი. ქართული დამწერლობა იუნესკომ სიძველის ნუსხაში შეიტანა თუ არ ვცდები 2016 წელს.

  საქართველოში შეიქმნა პირველი დამწერლობა და წიგნი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბევრი სახელმწიფო ჯერაც არ არსებობდა. გიორგიას ძველი ბერძნები გვიწოდენდნენ…. „გი, გიმ“ სვანური ენით ჰქვია მიწას. ის რომ საუკეთესო ხორბლის ჯიშების, მეტალურგიის, ღვინის ქვეყანა ვართ, საკამათო არ უნდა იყოს. წმინდა განმანათლებელი მამების ქვეყანა ვიყავით, იხილეთ „წმიდათა ცხოვრება“ დაბეჭდილი საქ. პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2 ტომად , 2008 წ. თბილისი. პირველად წამ-ალი“ ქრისტეს სისხლა და ცეცხლი ჩვენ მივეცით სამყაროს. ცეცხლის გარეშე მეტალურგია და მეთუნეობა რომ ვერ განვითარდებოდა, ეს ნათელია. ცეცხლის მპყრობელი ამირანი, რომ კავკასიონზე გვყავს მიჯაჭვული მითოლოგიურად, ვერც ამას უარვყოფთ, ეს რას ნიშნავს, იციან სწავლულებმა საქართველოში.

  იბერია ერქვა ჩვენს სამშობლოს უძველესი დროიდან, იბერიად და იბერიონად იცნობენ ესპანეთის ნახევარკუნძულს, ასევე პიქტებით დასახლებულ (პროტო ქართული ტომის სახელწოდება) ირლანდიის კუნძულს.

  იბერების ისტორიით იწყებს ინგლისიის ისტორიის წერას ინგლისელი ისტორიკოსი მორტონი (იხ. მორტონის „ინგლისის ისტორია,“ ლონდონში გამოცემული 1948 წელს.“ მისი აზრით, იბერიელები დიდი ბრიტანეთის ნახევარკუნძულზე მოვიდნენ ჯერ კიდევ მესამე ათასწლეულში ჩვენს წელთაღრიცხვამდე…  მორტონი წერს, რომ სწორედ იბერიელები იყვნენ თანამედროვე ინგლისის მოსახლეობის დედა ტომი. მორტონი უამრავ წყაროს გვიდებს იბერებზე , ისინი მამაცი მეზღვაურებიც ყოფილან, სატერლენდს აღწევდნენ თავიანთი გემებით და მერე ჩრდილოეთის გზით სკანდინავიაში გადადიოდნენ, აი, საიდან მოდის სკანდინავიის მზის ღვთაების „ოდინის“ კულტი, რომელსაც წინარე ქართული – მეგრული ენით ქვია „ოდინი.“

კოლხეთის მეფე აიეტი მზის ჰელიოსის შვი-ლი-ა… ჰაალ სვანური ენით ელვას ნათელს ჰქვია.

  ამ პატარა ქვეყანას სამი დამწერლობა და სამი ენა გვაქვს. ცნობილი გერმანელი მეცნიერის ბლუმენბახის აზრი საქართველოს შესახებ მეტ-ნაკლებად ყველამ იცით კავკასიას ცენტრით საქართველო ,თეთრი, ყველაზე ლამაზი რასის ადამიანის სამშობლოდ აღიარებს….

  ნოსელის, ბასილი დიდის, ნაზიაზნელის, გრიგოლ ხანძთელის, პეტრე იბერის, იოანე საბანისძის, იოანე პეტრიწის, არსენ იყალთოელის, და ლეგენდარული შოთა რუსთველის სამშობლოს რა ჭირს საიმისო, რომ განათლების პროგრამები სხვა ქვეყნებს დავესესხოთ. სულხან საბას ევროპაში კეთილისმყოფელის ძებნამ რა მოგვიტანა. მთელი ევროპის ცივილიზაცია საქართველოს მხრებზე დგას. აპოლონ როდოსელის არგონავტების მითი, მათი მოგზაურობა კოლხეთში რა მიზნით მოეწყო… რა ინიციაციები დევს ამ მითში ეს კიდევ სხვა თემაა.

  ძალიან გამიგრძელდა, ეს ამოუწურავი წყაროებია ჩვენი სამშობლოს ისტორიის. დიდმა იაკობ გოგებაშვილმა, რომელმაც „დედა ენა“ დაგვიწერა საქართველოს ისტორიის უმძიმეს დროში, როცა სახელმწიფოებრიობა დაკარგული გვქონდა, 1887 წელს გამოსცა წიგნი „რუსსკოე სლოვო,“ მას ასევე დიდი დამსახურება აქვს რუსული სალიტერატურო, სამწერლობო ენის ჩამოყალიბების საქმეში.

  ჩვენ არ მოგვწონდა საბჭოთა წყობის განათლების სისტემა, რადგან მათ ჩვენი საქართველოს ისტორიის სწავლება დააკნინეს და აკრძალეს ჯავახიშვილის, ბერძენიშვილის, ჯანაშიას მიერ გამოცემული ისტორიის სწავლება. მაგრამ დღევანდელი საქართველოს საგანმანათლენლო პროგრამები ბოლონიიდან ავიღეთ. საბჭოთა სასკოლო საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც საათივით იყო აწყობილი და სკოლის მერხებიდანვე ზრდიდა კადრებს, უარვყავით იმიტომ, რომ უნაკლო არ იყო. არ ისწავლებოდა საქართველოს ისტორია. დღეს სკოლიდან ამოვიღეთ დიდი იაკობისეული „დედა ენა,“ ყველა ქვეყნის ისტორია ისწავლება ზოგადად, საქართველოს ნამდვილი ისტორიის, რომელიც ქართველი ადამიანის დაბადების ისტორიით უნდა იწყებოდეს, სახელმძღვანელო არ გვაქვს.

  ძალიან გამეხარდა ჩვენი მთავრობის და განათლების მინისტრის გადაწყვეტილება განათლების რეფორმასთან დაკავშირებით. სკოლის ფორმებით დაიწყო, მაგრამ ვერ ვიგებ რატომ არ უნდა ატაროს ფორმა მოსწავლემ მეექვსე კლასის შემდეგ?!.

  მიხარია, დიდი დაფინანსება აქვს სპორტს. ჯანსაღი თაობა გვჭირდება. სკოლებშიც უნდა აღდგეს ფიზკულტურის გაკვეთილები. რეფორმის შინაარსის გაუგებრობამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია იმ დროს ,როცა საქართველოს ძნელბედობის ჟამი დგას,ბეწვის ხიდზე გავდივართ, ჩვენი ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგას. ვის აძლევს ხელს ქუჩის აქციები, რატომ წყდება მუდამ დიალოგის გარეშე,მსგავსი საკითხები ზემოდან ბრძანებით. ვის ბრძანებებს ვიღებთ?

დღეს ჩვენ ისედაც ორად ვართ გახლეჩილი. ხომ შეიძლება ქვეყნის ინტერესბი დავაყენოთ წინა პლანზე, ხელოვნურად არ დავძაბოთ სიტუაცია. მაპატიეთ თუ ისე ვერ დავალაგე ჩემი სათქმელი როგორც წესია…

პატივისცემით და სიყვარულით

საქართველოს ერთი უბრალო მოქალაქე,

ნანა დოლიძე