მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება იაგო ხვიჩია – “მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გააგზავნონ”

იაგო ხვიჩია – “მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გააგზავნონ”

251
0

პარტია ,,გირჩის” ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, თითოეულ პატიმარს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს აქვს უფლება, მოითხოვოს მკურნალობა ნებისმიერ კლინიკაში.

მისივე განცხადებით  უმჯობესი იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილის უცხოეთის რომელიმე კლინიკაში გადაყვანა მოხერხდება, ეს ქვეყანას თავიდან ააცილებს დამატებით თავსატეხს და კითხვებს, რომელიც შესაძლებელია, სრულიად ლეგიტიმურად გაჩნდეს.

,,საკაშვილს აქ რაღაც რომ დაემართოს და ამ ფაქტმა მღელვარება გამოიწვიოს, ამას სჯობს, იგი პირდაპირ გაგზავნონ უცხოეთის კლინიკაში. სრულიად სერიოზულად ვითხოვ, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ კლინიკაში გაუშვან. უკრაინაში გაუშვებენ თუ სადმე სხვაგან, ეს იქნება ამ დაძაბულობის განმუხტვის საშუალება, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და კიდევ იქნება, ამიტომ ხელისუფლებამ აუცილებლად ამ გზების ძიება უნდა დაიწყოს, რაც ჩემი აზრით, მათი თამაშისთვისაც არ არის საწინააღმდეგო, პირიქით.

ჩემი ვერსია იცით, რომ შეკრულები არიან, ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი ამ სცენარში რომ ჩაჯდეს, საჭიროა, რომ სააკაშვილი არჩევნების მერე რაც შეიძლება სწრაფად, ახალ წლამდე, გაზაფხულამდე გათავისუფლდეს და თავისუფლებაზე დაბრუნდეს, სამკურნალოდ უცხოეთში გადასვლა ამ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი კარგი გზაა”, – აცხადებს იაგო ხვიჩია.