2017 წლის 24, 25, 26 ოქტომბერს 13:00 სთ-ზე სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის N328 აუდიტორიაში გაიმართება – საარლენდის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორის, ბიოფიზიკის კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელის ინგოლფ ბერნარდტის საჯარო ლექციათა ციკლი თემებზე:
ბიოლოგიური უჯრედების შესწავლის ახალი მეთოდები;
სისხლის წითელი უჯრედები, მათი იონური სატრანსპორტო გზები მემბრანაში და მათი მონაწილეობა სისხლში თრომბის ფორმირებაში. ზოგიერთი სახის სისხლის დაავადებების შესახებ.
რადიაქტიურობა მედიცინაში, არსებული ტექნიკური თანამედროვე საშუალებები და რადიაქტიურობის მოქმედება გარემო პირობებზე.
საჯარო ლექცია გათვალისწინებულია როგორც სტუდენტებისა და ლექტორ – მასწავლებლებისათვის, ასევე, საზოგადოების ფართო წრეებისათვის.