მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება იპოთეკარების საპროტესტო აქცია ბათუმში

იპოთეკარების საპროტესტო აქცია ბათუმში [ვიდეო HD]

316
0

იპოთეკით დაზარალებულმა მოსახლეობამ დღეს ბათუმში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ.

– მოსახლეობა გულნატკენია იმით, რომ ქობულეთელებს დაეხმარნენ გრძელვადიანი სესხებით და მათთვის ყურადღება არ მიუქცევიათ – აცხადებს იპეთეკით დაზარალებული მოსახლეობის ჯგუფის წარმომადგენელი ნანი შარაშიძე, მისი თქმით საქართველოში ქართველ ერს თავი ტოლვილი ჰგონია.

მოსახლეობის მოთხოვნაა დაეხმარონ გრძელვადიანი სესხით. შეიქმნას  სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის მდგომარეობას და გაეწევათ შესაბამისი დახმარება.

ჩვენ ვცადეთ პირადად გავსაუბრებოდით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, თუმცა ის თბილისში მივლინებით გახლავთ წასული. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ აქციის მონაწილეები ვერ ფლობენ სწორ ინფორმაციას და არც ქობულეთელ იპოთეკარებს მრავალგზის დაპირების მიუხედავად სესხი არ მიუღიათ.

თამაზ ქობულაძე

https://youtu.be/g1JE0Hal9SQ