მთავარი ვიდეორეპორტაჟი კანონი და სამართალი იპოთეკარები მასშტაბური აქციებით იმუქრებიან

იპოთეკარები მასშტაბური აქციებით იმუქრებიან

299
0

იპოთეკით დაზარალებული მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის შენობის წინ სადღეღამისო აქციებით იმუქრებიან. მათი განცხადებით, მოთხოვნა კვლავ უცვლელია – სახელმწიფომ უზრუნველყოს გამოსახლებების შეჩერება, გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხების გაცემა. იპოთეკარები უკიდურეს ზომამდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძის განცხადებამ მიიყვანა, რომელშიც მან აღნიშნა, რომ რეგიონში ინვესტიციები გაზრდილია და სოციალური ფონი გაუმჯობესებული. იმ შემთხვევაში, თუ გამოსახლებები არ შეჩერდება, აქციის მონაწილეები უკიდურესი ფორმებითაც იმუქრებიან და ამბობენ, რომ სოციალური აფეთქება გარდაუვალია. იპოთეკართა განცხადებას არჩილ ხაბაძის უწყებიდან არავინ გამოხმაურებია.