გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებსაც 2015 წლის პირველ იანვრამდე იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ ბინები და ეს ბინა ოჯახის ერთად ერთი საცხოვრებელია, იპოთეკური სესხის დასაფარად ერთჯერად ფულად დახმარებას გასცემს. დახმარების მაქსიმალური რაოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე 20 ათასი ლარია. დევნილი ოჯახებისათვის იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განცხადებების მიღება დაწყებულია. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება, შესაბამისი საფინანსო დაწესებულებიდან უფლებამოსილი პირის დამოწმებით გაცემული ამონაწერი გადახდილი და გადასახდელი თანხის ოდენობაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების განმცხადებლის საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე. განცხადებების მიღება 1 მაისამდე გაგრძელდება.