კვლავ ხმაური იყო დღეს აჭარის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, სადაც ბიუროს სხდომა, რომელიც დაახლოებით ხუთ საათს გაგრძელდა, დაპირისპირებით დაიწყო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ თავმჯდომარის პოსტზე აკაკი ძნელაძის ალეკო ჩიტიშვილით ჩანაცვლების გამო ოპოზიციამ გაღიზიანება ვერ დაფარა. დღესვე გაჟღერდა, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები აკაკი ძნელაძე, მერაბ აბაშიძე და ანზორ თხილაიშვილი ცალკე ფრაქციას – „ქართული ოცნება – თავისუფლებას“ შექმნიან.
– „ეს არის დასტური იმისა, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ დაიშალა“ – ასეთია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და დამოუკიდებელ დეპუატათა შეფასება, ახალი ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით.
მაჟორიტარებისა და „ეროვნული ფორუმის“ წევრებისგან ახალი ფრაქციის შექმნას დაუშვებლად მიიჩნევს მედეა ვასაძეც, რომელიც ყოველივეს კანონის დარღვევად მიიჩნევს. – „ჩემთვის გაუგებარია, როგორ უნდა ითანამშრომლონ ერთ ფრაქციაში ალექსანდრე ჩიტიშვილმა და სვეტლანა კუდბამ, რომელთა პოზიციებიც ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდებოდა“ – აცხადებს მედეა ვასაძე.
დღესვე ბიუროს წევრებს კიდევ ერთი ფარქციის „დემოკრატიული აჭარას“ შექმნის თაობაზე „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და ჯემალ ფუტკარაძემ. იურიდიულმა კომისიამ ლეგიტიმურად სცნო ფარქციის „დემოკრატიული აჭარას“ რეგისტრაციის საკითხი, ხოლო ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფლებას“ რეგისტრაციის საკითხი დამატებითი კონსულტაციებისთვის გადაიდო.