დღეს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მირიან მეტერეველმა ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონების დოკუმენტი წარადგინა, რომელიც მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა დაცვითი ზონების საზღვრების აღწერა, დაცვითი ზონების რეჟიმი, დებულება რეაბილიტაციის და განვითარების შესახებ, მითითებები ახალმშენებლობების გეგმარებით პარამეტრების დასადგენად, ისტორიული ნაწილის სრული ინვენტარიზაცია და მხატვრული მნიშვნელობის ობიექტების სია.
შეხვედრას ესწრებოდა ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე. მისი განცხადებით ამ პროგრამის ძირითადი მიზანი ბათუმის ძველი ნაწილის „პარაზიტული“ შენობებისაგან გამოთავისუფლება, ფონური ღირებულ ნაგებობების შენარჩუნება და პარალელურად მათი რეაბილიაცია არის.