მთავარი სხვადასხვა იქ, სადაც ზეობს სული ქართული… /ვიდეო/

იქ, სადაც ზეობს სული ქართული… /ვიდეო/

4
0

ვოკალური ანსამბლი „კესანე“ ქართულიხალხური  სიმღერის მადლს თბილისელ პატარებს აზიარებს, ანსამბლის წევრებს თავიანთი ხელოვნება ხშირად გააქვთ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს  გარეთ და საერთაშორისო ფესტივალებზე ყველაზე პრეტენზიულ ჟიურისა და მაყურებელს სულ ერთიანად აჯადოებენ…

თქვენს წინაშე ანსამბლ „კესანეს“ ახალი თაობაა წარმოდგენილი,  სტარტი შესანიშნავია, მათი ხელმძღვანელი მუსიკოსი ინგა ხაჩიძე,  ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხალხური შემოქმედების უძველესი მარგალიტები შემოინახოს და უშურველად გადასცეს მომავალ თაობებს.

უსმენ  ამ ბავშვებს და გეამაყება , რომ ჩვენს ქვეყანას მომავალი აქვს..  ვისურვოთ, ბევრი ასეთი ახალგაზრდა აღზრდილიყოს ჩვენს სამშობლოში… წარმატებები და ნათელი მომავალი ვუსურვოთ  ანსამბლის სოლისტებს გაბრიელ სოზაშვილს, ლაზარე მალანიასა და ანსამბლის თითოეულ წევრს ასეთი ლამაზი შესრულებისთვის…