უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ჩეჩნეთის ლიდერმა 10 000-ზე მეტი მებრძოლი შეკრიბა, ამის შესახებ რუსული გამოცემა “რია ნოვოსტი” წერს.
“ვაცხადებ ოფიციალურად, რომ ყველაზე ცხელ წერტილებს უკრაინაში ჩეჩენი მებრძოლები დაიკავებენ,” – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ უკრაინას რუსეთი თავს 24 თებერვალს, გამთენიისას დაესხა. ქვეყანაში ბრძოლები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.