30 მაისს ხულოს საჯარო სკოლის სასპორტო დარბაზში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღია ტურნირი საჯარო სკოლებს შორის კალათბურთში. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ 2002-2003 წლებში დაბადებული ვაჟები. პირველ ადგილზე დაბა ხულოს საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, მეორე ადგილი სოფელ ოქრუაშვილების გუნდს ხვდა წილად, ხოლო მესამეზე – გიმნაზიის გუნდი გავიდა. ტურნირს გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამარჯვებულები მედლებით, სიგელებით და თასებით დაჯილდოვდნენ.
მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი კალათბურთში საჯარო სკოლებს შორის ტურნირი გაიმართა