მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება კაცი, რომელმაც კიბო 2-ჯერ დაამარცხა, 91 წლისაა და ღვთის სასწაულზე ყვება… /ვიდეო-ექსკლუზივი/

კაცი, რომელმაც კიბო 2-ჯერ დაამარცხა, 91 წლისაა და ღვთის სასწაულზე ყვება… /ვიდეო-ექსკლუზივი/

332
0

2 და 3 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების ცენტრი /ე.წ. ბენზეს თეატრი/ მეტად მნიშვნელოვან და თითოეული მორწმუნე ადამიანისთვის საინტერესო ღონისძიებას უმასპინძლებს, კერძოდ, ხელოვნების ცენტრში /ოდისეი დიმიტრიადის ქ.#1/ მოსვლისა და ღონისძიებაზე დასწრების ყველა მსურველს საშუალება ექნება მოისმინოს რეალური ამბები ღვთის სასწაულის შესახებ და შეხვდეს ამ სასწაულების უშუალო შემსწრეს, ძალიან საინტერესო სტუმარს დიდი ბრიტანეთიდან, თეოლოგიის დოქტორს, ბრიტანელ მისიონერს, დოკუმენტალისტ დევიდ გორდონ ჰეთევეის.

ბატონი დევიდი ქრისტიანობისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ბიბლიის გავრცელებისთვის საბჭოთა კგბ-მ ციხეშიც ჩასვა, წითელმა ხელისუფლებამ მისი მოკვლაც განიზრახა, მაგრამ ღვთის სასწაულმა იგი სიკვდილსაც გადაარჩინა და ციხიდანაც იხსნა… ბატონი დევიდი 91 წლისაა, გარეგნულად კი ბევრ ახალგაზრდასაც კი არ ჩამოუვარდება… ამბობს, რომ ის სწორედ რწმენით მოვიდა დღემდე და ორჯერ ექიმების მიერ დადგენილი კიბოს დიაგნოზიც სასწაულებრივად რწმენითვე დაამარცხა…

ტელეკომპანია ტვ12-აჭარას მაყურებელს საშუალება აქვს მოისმინოს ბატონი დევიდ გორდონ ჰეთევეის ექსკლუზიური ინტერვიუ, ხოლო 2 და 3 დეკემბერს უშუალოდ შეხვდეს მას…