თითქმის ერთი წელია, რაც ბათუმში წვეულებათა სასახლე „კერა“ გაიხსნა, რომელიც ამ დროის განმავლობაში უამრავი ქორწილის მასპინძელი და არა ერთი ულამაზესი წყვილის ბედნიერების მოწმე გახდა… 26 ოქტომბერს, წინა დღის უპრეცენდენტო, 1750 – პერსონიანი ქორწილის შემდეგ, „კერას“ პერსონალმა მორიგ გრანდიოზულ ქორწილს უმასპინძლა…

ამჯერად ნეფე-პატარძლის ტახტრევანს მათი უდიდებულესობა იმედა დიდმანიძე და თამთა ცეცხლაძე ამშვენებდნენ… „კერასთვის“ ჩვეული ქართული პურ-მარილი, შესანიშნავი კლასიკური და საესტრადო მუსიკის თანხლებით, ამ წვეულებათა სასახლის ულამაზეს გარემოში ლხინისა და ზეიმის განწყობას ორმაგ დატვირთას სძენდა…

არ დავიღლებით იმის გამეორებით, რომ „კერა“ ყველასგან გამორჩეული და ყველა ახალგაზრდა წყვილის საოცნებო საქორწილო წვეულებათა სასახლეა, რასაც მოწმობს მისი არაჩვეულებრივი დიზაინი, ზღაპრულად გაფორმებული ნეფე-პატარძლის კუთხე, რაც დიზაინერ ნანუკა თავართქილაძის ხელწერაა. მუსიკალური პროგრამა, წამყვანები, საუკეთესო ღვინო, გემრიელი კერძები და მაღალი დონის მომსახურება…

„კერას“ ადმინისტრაცია წყვილებს, რომლებიც ამ დარბაზს ანდობენ თავიანთი საქორწილო წვეულების ორგანიზებას, უამრავ სიურპრიზს ჰპირდება, მომსახურების პაკეტში შედის სადედოფლო კაბის უფასოდ დაქირავება, ნეფე-პატარძლის ავტომობილისა და სასტუმროს მომსახურება…

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ბედნიერება ვუსურვოთ წყვილებს, რომელთაც მთელი ცხოვრება გაჰყვებათ „კერას“ ოჯახური სითბო, აღმაფრენა და სიყვარული…
 
	 
	
