რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ქობულეთის სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ ჟურნალისტების შეხვედრა და პოლიტიკური პარტიის დაფუძნებაში გადაზრდილი ფონდ „სოციალური პარტნიორობის“ წლის ანგარიშის წარდგინება. კიევის ყოფილი მერი, ქველმოქმედი მილიარდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოში პოლიტიკურ პარტიას ქმნის. მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და ბიზნესის ხელშეწყობა, პენსიების 400-დან 500 ლარამდე გაზრდა, თავისუფალი სასამართლო, ანტითურქული პოლიტიკა და გზა ევროპისაკენ – ეს გახლავთ ჩერნოვეცკის მიერ დაფუძნებული ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის “ბედნიერი საქართველოს” მთავარი მესიჯები. „აჭარა P.S.“-ის კითხვას, როდის დაიწყებს პარტია კონკრეტულ მოძრაობას, სად იქნება მთავარი ოფისი და გაცდება თუ არა აჭარის რეგიონს პარტიის სამოქმედო არეალი, ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ცალსახად უპასუხა, რომ პარტია სრულიად საქართველოს მოიცავს, მისი მთავარი ოფისი თბილისში გაიხსნება და პარტიულ საკითხებს ფონდ „სოციალური პარტნიორობის“ ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი ქვრივიშვილი უხელმძღვანელებს, მალე პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ ოფისებს საქართველოს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებშიც გახსნის.