მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება კიევში პირველი ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა მხოლოდ კოვიდსერტიფიკატის ან „პისიარ“...

კიევში პირველი ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა მხოლოდ კოვიდსერტიფიკატის ან „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე იქნება შესაძლებელი

200
0

კიევში პირველი ნოემბრიდან  საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა მხოლოდ კოვიდსერტიფიკატის ან „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე იქნება შესაძლებელი. როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას არ ვაპირებთ, ის იმუშავებს, თუმცა მგზავრობას შეძლებენ მგზავრები, რომლებსაც აქვთ ვაქცინაციის სერტიფიკატები ან „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხი“, – განაცხადა კლიჩკომ.

 

კლიჩოკის განმარტებით, დოკუმენტების შემოწმება არა ტრანსპორტში ასვლისას, არამედ შერჩევითად სამართალდამცველების ჯგუფების მიერ მოხდება. პირველი ნოემბრიდან უკრაინის დედაქალაქში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, კაცრი შეზღუდვები წესდება.