კომიკური ფაქტი მოხდა ბათუმის 102-ე საარჩევნო უბანზე, გადასატანი ყუთის უბანზე დაბრუნების შემდეგ კომისიის წევრებმა აღმოაჩინეს, რომ გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობა ერთით ნაკლები იყო, რაზედაც კომისის წევრ რომან ჯანაშიას ახსნა – განმარტების დაწერა მოუხდა, სადაც ის ამბობს, რომ შემთხვევით სხვა ამომრჩეველს ერთი ბიულეტენით მეტი მიაწოდა. ხოლო საიას დამკვირვებელმა თეონა შარაშიძემ საჩივარი დაწერა და მთლიანად უბნის შედეგების გაუქმება მოითხოვა.