ამ წუთებში შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოხელეთა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი – გასაუბრება მიმდინარეობს. კონკურსი 7 პოზიციაზე იყო გამოცხადებული. რეგისტრაცია 45 კონკურსანტიდან 14-მა კანდიდატმა გაიარა.კონკურსანტებს მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისია აფასებს.
საჯარო მოხელეთა კონკურსის საბოლოო შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.