ბათუმში საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებით კონფერენცია „ქორეოგრაფიული ფოლკლორი-ისტორია და თანამედროვეობა“ ტარდება. მისი მიზანი ქორეოგრაფიული მემკვიდრეობის გადარჩენის ამოცანათა გადაჭრა და ხალხთა შორის კულტურული ურთიერთობების განვითარების პროცესების ხელშეწყობა არის.
კონფერენციას, რომელსაც 11 ქვეყნიდან გამოცდილი პრაქტიკოსი ქორეოგრაფები, ექსპერტები, ახალგაზრდა სპეციალისტები, გამოცდილი მკვლევარ-მეცნიერები დაესწრებიან, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა უმასპინძლა.