მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი კულტურის მინისტრის ინიციატივა მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

კულტურის მინისტრის ინიციატივა მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

251
0

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს მუზეუმებთან ერთად, იწყებს მასშტაბურ პროექტს სკოლის მოსწავლეებისთვის – „ექსკურსია მუზეუმებში“ – მიხეილ გიორგაძის ინიციატივაა, რომლის მიზანიც მოსწავლეების სამუზეუმო ხელოვნებით დაინტერესებაა.

დღეს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა პრესკონფერენცია გამართა.

„ექსკურსია მუზეუმებში“ – პროექტის ფარგლებში, ყველა სკოლის მოსწავლეს ექნება საშუალება ესტუმროს ნებისმიერ მუზეუმს საქართველოს მასშტაბით, დაათვალიეროს არსებული საგამოფენო სივრცეები, გაეცნოს მუზეუმის ისტორიასა და მრავალფეროვან პროგრამებს, ასევე მუზეუმების საგანმანათლებლო პროექტებს. საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იქნება წინასწარი რეგისტრაციის შედეგად კულტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. დაინტერესებული სკოლების პედაგოგებს საშუალება ექნებათ ვებ-გვერდზე – http://www.culture.gov.ge აირჩიონ სასურველი მუზეუმი, გაეცნონ შემოთავაზებულ სერვისებს, შეავსონ განაცხადი და დაგეგმონ ექსკურსია სკოლის მოსწავლეებისთვის. პროექტში, ეტაპობრივად ჩაერთვება ყველა მუზეუმი საქართველოს მასშტაბით.