მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი ლადო ათანელი 25 წელი მსოფლიო საოპერო სცენაზე

ლადო ათანელი 25 წელი მსოფლიო საოპერო სცენაზე

344
0

25 მაისს, 19 საათზე, ბათუმის  სახელმწიფო  მუსიკალური  ცენტრი გეპატიჟებათ საღამოზე „ლადო ათანელი 25 წელი მსოფლიო საოპერო სცენაზე“. წარმოდგენილი იქნება სცენები ა. პონკიელის ოპერიდან „ჯოკონდა“ (საკონცერტო შესრულებით). მონაწილეობენ:ლადო ათანელი (ბარიტონი), ნანა ქავთარაშვილი (სოპრანო), ლადო ათანელის კონკურსის–„თანადგომა“–ს  გამარჯვებულები: ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტები ირაკლი კახიძე, ინგა ჯახუტაშვილი, სულხან ჯაიანი, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა, სიმფონიური ორკესტრი. დირიჟორი დავით მუქერია, ქორმაისტერი  რუსუდან ბერიძე, რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი მანანა ჩიქოვანი. ბილეთები იყიდება ბათუმის ხელოვნების ცენტრის სალაროში