მთავარი მედიცინა ლატვიამ covid-19-ის ინფიცირების შემთხვევების შესამცირებლად 21 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე „ლოქდაუნი“ გამოაცხადა

ლატვიამ covid-19-ის ინფიცირების შემთხვევების შესამცირებლად 21 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე „ლოქდაუნი“ გამოაცხადა

205
0

ლატვიამ, covid-19-ის ინფიცირების შემთხვევების შესამცირებლად 21 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე „ლოქდაუნი“ გამოაცხადა, – ინფორმაციას საგენტო როიტერი ავრცელებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პერიოდში დაიხურება  მაღაზიები, სკოლები, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები.

ხოლო საღამოს 8 საათიდან დილის 5 საათამდე კი ე.წ. „კომენდანტის საათი“ იმოქმედებს.