მთავარი ვიდეორეპორტაჟი სოფლის მეურნეობა ლაშა კომახიძის შეხვედრა ფერმერებთან

ლაშა კომახიძის შეხვედრა ფერმერებთან

278
0

2018 წლის ბიუჯეტის დაგეგვის ფარგლებში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრიმა ლაშა კომახიძემ მერძევე ფერმერებთან შეხვედრა გამართა.
ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ამ მიმართულებით მომუშავე კომპანიებსა და პირებს აქვთ, რძის შეგროვებაა. სამინისტრო გეგმავს შექმნას სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს მერძევე ფერმერებს პროდუქციის რეალიზაციაში.
რძის მოგროვება და ტრანსპორტირება რეგულირდება „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“-თ, რაც მოითხოვს მის შემოწმებას სხვა და სხვა დაავადებებთან მიმართებაში და სხვა წესების დაცვას.
მერძევე ფერმერებთან განიხილა რძის კონსოლიდაციის პუნქტების შექმნა და აღჭურვა, რაც გულისხმობს ფერმერებისგან რძის მოგროვებას და გადამამუშავებლებთან ტრანსპორტირებას.
მომავალი წლისთვის დაგეგმილია აგრო საწარმოების ხელშეწყობა ISO სტანდარტის დანერგვაში. ასევე მინისტრმა მოისმინა ფერმერების პოზიციას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის სარეკლამო ღონისძიებების დაფინანება.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო 2018 წლის პროგრამების განხილვა თემატური ჯგუფების მიხედვით. მერძევე ფერმერებთან შეხევდრა, მომდევნო წლის პროგრამების შემუშავების ფარგლებში იმართება.