პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატი ქედის მუნიციპალიტეტში, ლევან გორგილაძე, ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. მერობის კანდიდატი კოკოტარის, ძანაძეების უბნის, ჩეტკიძეებისა და ახოს სოფლების მცხოვრებლებს შეხვდა და ცხმორისის ადმინისტრაციულ ერთეულში მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ ბოლქვაძემ წარუდგინა. ლევან გორგილაძემ ამომრჩეველს სამომავლო გეგმები გააცნო და სოფლებში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. -„თვითმმართველობის ძირითადი ფუნქცია არის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებების შესწავლა, პრიორიტეტების გამოყოფა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობასთან ერთად, ისეთი ღონისძიებების დასახვა, რომელიც ყველაზე ეფექტურად უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ამიტომ ჩემი მთავარი გზავნილია – მეტი კომუნიკაცია თითოეულ თქვენთაგანთან! თქვენი საჭიროებების შესახებ თქვენზე უკეთესად არავინ იცის. ჩემი მიზანია თქვენთან ერთად ჩავწვდე ამ საჭიროებებს და ასევე თქვენთან ერთად დავგეგმო მათი გადაწყვეტის გზები”, – მიმართა მოსახლეობას მერობის კანდიდატმა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პრესსამსახური